28 ოქტომბერს მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინიოვში გაიმართება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა.
სხდომაზე ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე წარმოადგენს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეები განიხილავენ BSEC-ის ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, BSEC – ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების და სხვა საკითხებს.