ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მალე დაიწყება

ევროკომისიის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელის კურტ იულის განცხადებით, რომელიც ევროკავშირის “ტროიკას” დელეგაციის ფარგლებში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება თბილისში, ევროკომისია მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან დაიწყოს ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. ამ მიზნით სამუშაო ჯგუფები საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვლენ.


“ეს მრავალმხრივი დოკუმენტი მომავალი წლების განმავლობაში [საქართველო–ევროკავშირის] თანამშრომლობის საფუძველი იქნება“,–  განაცხადა 27 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე კურტ იულიმ.


ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით სამოქმედო გეგმა იყოფა სამ ეტაპად:  პირველი ეტაპი არის კონსულტაციების დაწყება, მეორე –ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება და მესამე – ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ გეგმის დამტკიცება.


სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც ევროკავშირი–სამხრეთ კავკასიის ფორმატში იგეგმება, საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ორჯერ გადაიდო.  

Exit mobile version