ქართულ-ოსური შეხვედრა ლიუბლიანაში 15 ნოემბერს შედგება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ეუთოს ინიციატივით  ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით მხარეები ერთმანეთს ლიუბლიანაში 15 ნოემბერს შეხვდებიან.


სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ცნობით, 15 ნოემბერს ლიუბლიანაში დაგეგმილ შეხვედრაზე უფრო ფართოდ იქნება განხილული ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) და სამშვიდობო პროცესის რეფორმირების საკითხი. აღნიშნული საკითხები ქართულმა მხარემ 24-25 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ შსკ-ს სხდომაზეც დააყენა.

სამხრეთ ოსეთის საკითხებზე ლიუბლიანაში მაღალი დონის შეხვედრის ინიციატივა, ხაინდრავას ცნობით, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დიმიტრი რუპელს ეკუთვნის.

Exit mobile version