ჩრდილოეთ ოსეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თანადაფუძნებით ერთიანი ოსეთის სატელიტური არხი დაიწყებს ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში, იუწყება 25 ოქტომბერს “რეგნუმი“ ცხინვალის ხელისუფლების უცნობ წყაროზე დაყრდნობით.
საწყის ეტაპზე ეს სატელიტური არხი 8 საათის განმავლობაში გავა ეთერში, თუმცა მოგვიანებით იგი 24–საათიან მაუწყებლობაზე გადავა და გააშუქებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)