თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონი მიიღო

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 24 ოქტომბერს მესამე, საბოლოო მოსმენით მოქალაქეობის შესახებ კანონი მიიღო.


კანონპროექტის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქეები არიან ასევე ის პირებიც, რომლებიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის შესახებ აქტის მიღების დღიდან–1999 წლის 12 ოქტომბრიდან– არანაკლებ 5 წელი ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და წერილობითი ფორმით არ უთქვამთ უარი აფხაზეთის მოქალაქეობაზე. აფხაზეთის მოქალაქეებად რჩებიან ის პირებიც, რომელთაც მოქმედი კანონით უკვე მინიჭებული აქვთ ეს უფლება. 


კანონპროექტი აფხაზეთის მოქალაქედ ცნობს ყველა აფხაზს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა.


აფხაზეთის მოქალაქეს მოქალაქეობიდან გაუსვლელობის პირობებში მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს.


ეს დებულებები დისკრიმინაციას უწევს თითქმის ყველა ეთნიკურ ქართველს და სხვა ეროვნების პირებს, რომელთაც აფხაზეთი 1993 წელს, კონფლიქტის დასრულების შემდეგ დატოვეს.  

Exit mobile version