საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით 20 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ნოღაიდელის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს.
ზურაბ ნოღაიდელი შეხვედრებს გამართევს ამერიკის ენერგეტიკის მინისტრთან, ფინანსური ცენტრის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და სენატორებთან.