საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც საყვედური მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მოულოდნელი შემოწმების შემდეგ, იტყობინება ქართული მედია 19 ოქტომბერს.
კიკნაძემ დაადასტურა ინფორმაცია მისი გათავისუფლების თაობაზე. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისი თქმით, კიკნაძე გარკვეული დისციპლინარული დარღვევების გამო დაისაჯა.