civil.ge
მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების გეგმები დაპირისპირებას იწვევს
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები 16 ოქტომბერს ფილარმონიაში შეიკრიბნენ, რათა პროტესტი გამოეხატათ აკადემიის რეფორმირებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გეგმების წინააღმდეგ. რეფორმირების გეგმა ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს აკადემიის დაფინანსებაში, რაც განათლების მინისტრის კახა ლომაიას თქმით, ბოლოს მოუღებს "კორუფციას“ აკადემიაში და უფრო გამჭირვალეს გახდის მას. ცოტა ხნის წინ აკადემიის თანამშრომელთა წინააღმდეგ თანხების გაფლანგვის მოტივით სისხლის სამართლის …