დღეს საქართველოს პარლამენტმა განიხილა დადგენილების პროექტი “საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოს ძალებისა და ნატოს პერსონალისათვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2 მარტს ბრიუსელში მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს ნატოს ძალებისა და პერსონალის დროებით საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას და მის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენებას. ეს ხელშეკრულება ასევე ვრცელდება პარტნიორ ქვეყნებზეც, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები.