“საქართველოს რკინიგზის“ დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯერ-ჯერობით არ სახელდება კონკრეტული მიზეზები.
დავით ონოფრიშვილი რკინიზგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გასული წლის მაისში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე შეცვალა.