“სახალხო ერთობის ფორუმი“ პუტინს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას თხოვს

აფხაზეთის “სახალხო ერთობის ფორუმი“ რუსეთის პრეზიდენტს თავის მიმართვაში თხოვნით მიმართავს გადადგას ნაბიჯები, რათა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნოს რუსეთმა და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, იუწყება 8 ოქტომბერს “აფსნიპრესი”.  


7 ოქტომბერს მიღებულ მიმართვაში”სახალხო ერთობის ფორუმი“, რომელიც რამოდენიმე პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას 2005 წლის თებერვლიდან აერთიანებს, ასევე მხარს უჭერს აფხაზეთის რუსეთთან ასოცირებულ ურთიერთობებს. ამ ინიციტივით “წლების განმავლობაში გამოდის აფხაზეთის ხელმძღვანელობა“.


“სახალხო ერთობის ფორუმი“ მოიხსენიებს რა რუსეთს, როგორც “მშვიდობისა და სტაბულურობის, ასევე აფხაზი ერის უფლებების დამცველ მთავარ გარანტს“, აცხადებს, რომ “აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის“ და არ დაუშვებს საქართველოს მიერ “აფხაზეთის ტერიტორიის ანექსიას“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version