ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დღეს თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ ბათუმში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.


პრეზიდნეტები თბილისში 3 ოქტომბერს დაბრუნდებიან, სადაც ოფიციალური შეხვედრა შედგება.


ნურსულთან ნაზარბაევი თბილისში ვიზიტის დროს ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version