ბაღაფში აფხაზეთში არსებული სამშვიდობო ფორმატის შეცვლას ეწინააღმდეგება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზური მხარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წელს დადებულ შეთანხმებაში, რომლის საფუძველზეც კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო კონტიგენტი განლაგდა,  რაიმე ცვლილებების შეტანას არ აპირებს, იუწყება 30 სექტემბერს “იტარ-ტასსი“.


დე ფაქტო პრეზიდენტმა კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 28 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა, რომლის მიხედვით “ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს პირდაპირი ჩართვა კონფლიქტების მოგვარების პროცესში“… ისევე როგორც “ევროკავშირის ჩართვა“.


“ჩვენი თანხმობის გარეშე შეუძლებელია რომელიმე სხვა სახელმწიფოს ჩართვა სამშვიდობო პროცესში“, – აცხადებს სერგეი ბაღაფში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version