საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში მიემგზავრება, სადაც თავის სომეხ კოლეგას ანდრანიკ მარგარიანს და პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს შეხვდება.
შეხვედრისას განიხილება რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები. ზურაბ ნოღაიდელი ასევე დაესწრება ქართულ-სომხური ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომას.