დღეს “კონსერვატორული“ პარტიის წევრმა, დეპუტატმა კახა კუკავამ პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა, რომელშიც ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ქობულეთის საარჩევნო ოლქში პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლების მაჟორიტარ კანდიდატთან კობა ხაბაზთან ერთად ამომრჩევლების წინასაარჩევნო აგიტაციას პირადად ეწევა.
კუკავას განცხადებით, ასევე უამრავი ხარვეზი არსებობს საარჩევნო სიებთან დაკავშირებითაც. “სიები არასრულყოფილია“, – დასძენს კუკავა.
წინასაარჩევნო კამპანია ხუთ საარჩევნო ოლქში – ბათუმში, ქობულეთში, შუახევში, ისანსა და ტყიბულში – მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება.