სააკაშვილის თქმით, განათლების რეფორმა სოციალურ სამართლიანობას გაზრდის

25 სექტემბერს სპორტის სასახლეში პირველკურსელებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ განათლების რეფორმის განხორციელებით ქვეყანა სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას დაუახლოვდა.


პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წელს პირველად მოვიდა სტუდენტების თაობა, რომელმაც “სამართლიან და ობიექტურ პირველ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა და წარმატებას საკუთარი ცოდნის წყალობით მიაღწია“.


გამოცდების შედეგად, 37,000 აბიტურიენტიდან მხოლოდ 17,000 ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტებს სახელმწიფო სტიპენდიას დაუნიშნავს.


განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა განათლების რეფორმაში, განაცხადა, რომ რეფორმამ რწმენა დაუბრუნა ახალგაზრდებს. მისი თქმით, “ცოდნა საკმარისია იმისათვის რომ სტუდენტი გახდე და სხვა არაფერია საჭირო“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version