რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი ღრმა თანაგრძნობას უცხადებს 20 სექტემბერს ცხინვალში ოთხი აფეთქების შედეგად დაჭრილ მოქალაქეებს და მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და გააგრძელონ მუშაობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.
მოსკოვი საჭიროდ მიიჩნევს უახლოეს მომავალაში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის გამართვას.
“ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს“,– აცხადებს მიხეილ კამინინი.
რუსეთის საგარეო უწყებისთვის ასევე “გასაგებია“, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ნაციონალური დღესასწაულის [ე.წ დამოუკიდებლობის 20 სექტემბერს] აღნიშვნამ გარკვეულ ძალები გააღიზიანა.