სააკაშვილი ევროკავშირს თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდებს

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 სექტემბერს დაიბეჭდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშავოს თანმიმდევრული პოლიტიკა, რათა დაეხმაროს საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა დემოკრატიულ მთავრობებს.


სააკაშვილმა ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა რომ საქართველომ ბევრი დაპირება მიიღო ევროკავშირისგან, თუმცა ცოტა რამ თუ განხორციელებულა.


მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი უკრაინასთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკის უქონლობის გამო.”უკრაინამ უნდა მიიღოს რეალისტური დაპირება“, – განაცხადა მან.


“თუ უკრაინა ვერ შეძლებს ამას, ეს სრული კატასტროფა იქნება საქართველოსთვის, მით უფრო რეგიონისთვის. ყველას ინტერესში შედის მათი დახმარება“, – განაცხადა სააკაშვილმა.  



 

Exit mobile version