ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 სექტემბერს ნიუ-იორკში თავის ირანელ კოლეგას მაჰმუდ აჰმადინეჯადს შეხვდება.
ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს და ირანის პრეზიდენტები საქართველოში ირანის საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავენ.
შეხვედრა სააკაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამოსვლის შემდეგ შედგება.