ცხინვალის რეგიონში ქართველ სამშვიდობოთა კონტიგენტი გაიზარდა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეისათვის ქართულ სამშვიდობო ძალების რაოდენობა 90 ჯარისკაციდან 230-მდე გაიზარდა.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის შიდა პოლიტიკის საკითხების განყოფილების უფროსი კონსტანტინე ახობაძე ქართველი სამშვიდობოების რაოდენობის ზრდას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გართულებას არ უკავშირებს. 

არსებული შეთანხმების მიხედვით, ქართული, რუსული და ოსური მხარეებისთვის შერეულ სამშვიდობო ძალებში 500–კაციანი ქვოტაა გათვალისწინებული.


რამდენიმე თვის წინ ქართულმა მხარემ კუთვნილი 500–კაციანი ქვოტის მიუხედავად,  სამშვიდობო ძალების რაოდენობა მინიმუმამდე, 90-მდე შეამცირა.  

Exit mobile version