ოპოზიციამ სარეფერენდუმო წინადადებით ცსკ–ას მეორედ მიმართა

მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევაზე რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით დღეს ოპოზიციური პარტია “რესპუბლიკელების“, მოძრაობა “სახალხო ფორუმისა“ და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციტივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკ) ოფიციალურად მიმართა.


15 ივლისს ცსკ–მ ერთხელ უკვე თქვა უარი მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევასთან დაკავშირებით საინიციტივო ჯგუფის სარეფერენდუმო საკითხის რეგისტრაციაზე.


კანონმდებლობით ცსკ–ს სარეფერენდუმო საკითხისა და საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებისთვის ერთი თვის ვადა აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version