სმირბას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ბათუმის პორტის ყოფილ ხელმძღვანელს ასლან სმირბას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სმირბას ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში  200 ათასი ლარის მითვისება ედება ბრალად.


ასლან სმირბა, რომელიც სამართალდამცავებმა 7 სექტემბერს დააკავეს, აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ყოფილი გუნდის წევრი, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ბათუმის ყოფილი მერი იყო. 

Exit mobile version