რუსი დიპლომატები თბილისში ბაზების გაყვანაზე იმსჯელებენ

დღეს თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი დსთ–ს საკითხებში, სამხედრო საკითხებზე საქართველოსთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ სავოლსკი და სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი ჩამოვიდნენ.


რუსი დიპლომატები ქართველ კოლეგებთან შეხვედრას 8-9 სექტემბერს გამართავენ, სადაც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის მიმდინარეობას და ამ პროცესის მეორე ეტაპის დაწყების საკითხებს განიხილავენ. ქართული მხრიდან მოლაპარაკებებს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე წარუძღვება.


საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების 30 მაისის ერთობლივი განცხადების შესაბამისად ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებიდან უკვე გაყვანილია 40 ერთეული ჯავშანტექნიკა. ბაზების გაყვანის პროცესი 2008 წელს უნდა დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version