გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 6 სექტემბერს ხელყუმბარა აფეთქდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხელყუმბარის აფეთქების შედეგად სასამართლოს შენობის მინები ჩაიმსხვრა და ახლომდგომი მანქანები დაზიანდა. ინციდენტის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.