ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ოთხი აფეთქება მოხდა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დაახლოებით 17 საათისთვის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ზემო აჩაბეთიდან ორი კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ მამიეთთან ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა.


ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სახის ნივთიერება აფეთქდა. ადგილზე უკვე გავიდნენ კონფლიქტის ზონაში მყოფი ქართველი სამშვიდობოები. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ასევე რუს სამშვიდობოთა სარდლობა.

Exit mobile version