საზოგადოებრივი ტელევიზია სტუდია “რეპორტიორს“ ეთერს სთავაზობს

საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ტელევიზია მზად არის გაუშვას სტუდია “რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც დეპუტატ კობა ბექაურის უკანონო საქმიანობას უკავშირდება.


სიუჟეტი, რომელიც ბექაურს უკანონო ბიზნეს საქმიანობაში ამხელს, ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრების მიზეზი გახდა.  ბექაურის განცხადებით, შალვა რამიშვილი მას ფულს სძალავდა ფილმის დაბლოკვის სანაცვლოდ. რამიშვილი აცხადებს, რომ დეპუტატი მის დაშინებას ახორციელებდა და გამოძალვის ბრალდებაც შეთითხნულია.


კირწურაშვილის განცხადებით, ფილმის საზოგადოებრივი ტელევიზიით გაშვების თხოვნით მან უკვე მიმართა “ევრაზიის ფონდს“ და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“, რომელთაც დააფინანსეს ფილმის მომზადება.


სტუდია “რეპორტიორს“ კონტრაქტი აქვს გაფორმებული ტელეკომპანია “202“-სთან. “რეპორტიორის“ დირექტორის ვახტანგ კომახიძის განცხადებით, სტუდიას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ფილმის გაშვების თაობაზე, თუმცა მან პირობა დადო, რომ დააკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესს ბექაურის საქმიანობასთან დაკავშირებით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version