რუს სამშვიდობოებს “კონტრაბანდული“ საქონელი ჩამოერთვათ

ქართველმა სამართალდამცავებმა 31 აგვისტოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ორი მანქანა დააკავეს და მათ ასობით სიგარეტის კოლოფი ჩამოართვეს იმ მოტივით, რომ ეს იყო კონტრაბანდული საქონელი, რომელიც აფხაზეთიდან სამეგრელოში შედიოდა.


აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაიორმა ლევონ არზანოვმა 1 სექტემბერს “აფნსიპრესს“ განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობოებისთვის მანქანის ჩამორთმევა “კიდევ ერთი პროვოკაციული ქმედებაა რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“.


მისი თქმით,  სიგარეტი ზუგდიდის რაიონის საგუშაგოებზე განლაგებული რუსი სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი.


ანალოგიური ინციდენტი კონფლიქტის ზონაში 12 აგვისტოსაც მოხდა, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა რუს სამშვიდობოებს 13,000 კოლოფი სიგარეტი და ათობით ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ჩამოართვეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version