პანკისის ხეობაში ჩეჩენ ლტოლვილთა რეგისტრაცია დაიწყო

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით 30 აგვისტოს პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მოსახლეობის რეგისტრაცია დაიწყო.


რეგისტრაციის პროცესი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, ორი კვირა გაგრძელდება.


ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ეთერ ასტემიროვას ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში ჩატარებული რეგისტრაციის მონაცემებით, პანკისის ხეობაში დაახლოებით 2 500-ზე მეტი ლტოლვილი ცხოვრობს.


ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოში, ძირითადად კი პანკისის ხეობაში ჩეჩნეთში 1999 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ჩამოსახლდნენ. თავდაპირველად მათი რიცხვი 7 ათასს აღწევდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version