ბაღაფში აფხაზეთში ქართველების შესვლაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას ითხოვს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 29 აგვიტოს გამართულ სპეციალურ თათბირზე უსაყვედურა რეგიონის უშიშროების სამსახურს იმის გამო, რომ გახშირდა “უცხოელი მოქალაქეების, მათ შორის ქართველების“, აფხაზეთში უკანონო გადასვლის ფაქტები, იუწყება”აფსნიპრესი“.


ბაღაფშის ინფორმაციით, ასევე გახშირდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის უშიშროების თანამშრომლების მიერ ქართველებისთვის საშვების მიყიდვის შემთხვევები, რაც „[დე ფაქტო] ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა“.


დე ფაქტო პრეზიდენტმა, რომელმაც საკითხის განხილვისას ძირითადი აქცენტი ქართველებზე გააკეთა, აფხაზეთში შესასვლელად საჭირო საშვების გაცემისას მკაცრი წესრიგის დამყარება და ამ სისტემის ცენტრალიზება დაავალა თვითგამოცხადებული რეგიონის ხელმძღვანელობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version