ფინეთის სასაზღვრო უწყების დელეგაცია თბილისში ჩამოდის

დღეს თბილისში სამდღიანი ვიზიტით ფინეთის სასაზღვრო უწყების დელეგაცია ჩამოდის, სასაზღვრო დაცვის უფროსის იააკო სმოლანდერის ხელმძღვანელობით.
 
საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს სასაზღვრო უწყებაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და სამომავლოდ თანამშრომლობის სფეროების დასახვა. დაგეგმილია საქართველოსა და ფინეთის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის გაფორმება.
 
ვიზიტის განმავლოაბში ფინეთის სასაზღვრო უწყების წარმოამდგენლები საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების გარდა, საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდებიან. მოინახულებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version