ცხინავლის ხელისუფლების პრემიერი ვლადიკავკაზს სტუმრობდა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე იური მოროზოვი ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფებოდა, იუწყება 5 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
 
ვლადიკავკაზში მოროზოვმა მოლაპარაკებები გამართა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურთან თეიმურაზ მამსოროვთან და მთავრობის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მერკულოვთან.
 
შეხვედრისას განიხილეს სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება, ორ რეგიონს შორის ინტეგრაციის საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version