30 ივლისს დილით 9 მანქანისაგან შემდგარმა სამხედრო კოლონამ ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა დატოვა .
კოლონამ, რომელსაც ქართული მხარე აცილებს, გეზი ვლადიკავკაზისაკენ (ჩრდილოეთ ოსეთი) აიღო.
საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 30 მაისს ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების თანახმად რუსულმა ბაზებმა საქართველო 2005–2008 წლების განმავლობაში უნდა დატოვონ.