28 ივლისს საქართველო-სომხეთის საზღვარზე ნინოწმინდასთან ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოდან სომხეთში გეგმიური საშვებით გასვლის დროს რუსეთის სამხედრო დაჯგუფების 4 სატვირთო ავტომანქანა და 4 ერთეული ჯავშანტექნიკა შეაჩერეს.
საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, შემოწმებისას ერთ-ერთ “БРДМ”-ის ტიპის ჯავშანმანქანაში დამალული 5 “პკტ” სისტემის ტყვიამფრქვევი სათადარიგო ლულით და 5 სასიგნალო პისტოლეტი აღმოაჩინეს, რაც კოლონის შეჩერების მიზეზი გახდა.