სააკაშვილის თქმით, ეჭვმიტანილთა ეთნიკურობაზე ყურადღების გამახვილება დაუშვებელია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 ივლისს განაცხადა, რომ დაუშვებელია ბუშის ხელყუმბარის ინციდენტსა და გორის ტერაქტში ეჭვმიტანილთა ეთნიკურ წარმოშობაზე ყურადღების გამახვილება. 


“მედია ხშირად საუბრობს სომხებზე [ვლადიმერ არუთუნიანზე, რომელიც ბუშის ვიზიტისას ხელყუმბარის სროლაშია ეჭვმიტანილი] და იმ ფაქტზე, რომ ხელყუმბარა სომხური წარმოშობის იყო. იგივე შეიძლება ითქვას იმ ტერორისტებზეც, რომლებიც გორის აფეთქების უკან დგანან [ეჭვმიტანილები ოსები არიან]. მათ ეთნიკურობაზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის“, განაცხადა 26 ივლისს ქართველ პოლიციელებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version