საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესდა

Heritage Foundation/Wall Street Journal–ის ყოველწლიური კვლევის – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი–2005 – თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 0,15 ერთეულით გაუარესდა და 3.34 შეადგინა. შედეგად, საქართველო კვლავ რჩება ე.წ. “უფრო მეტად არათავისუფალთა“ კატეგორიაში.


2005 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევა 161 ქვეყანას მოიცავს. დაბალი ქულები უფრო სასურველია. მაღალი ქულები მიუთითებს  მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის მაღალ ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების დაბალ დონეზე.


სომხეთი დსთ–ს სივრციდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც “უფრო მეტად თავისუფალთა“ კატეგორიაში 2,58 მაჩვენებლით მოხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version