ამერიკელი ექსპერტები ხელყუმბარის ინციდენტში ეჭვმიტანილის სახლში მუშაობენ

25 ივლისს ექსპერტთა ჯგუფი ვლადიმერ არუთუნიანის საცხოვრებელ ბინაში მუშაობას განაგრძობს. არუთუნიანი 10 მაისს თბილისში ვიზიტად მყოფი პრეზიდენტ ბუშის სიტყვით გამოსვლის დროს ხალხში ხელყუმბარის სროლაშია ეჭვმიტანილი.


ჯერ–ჯერობით უცნობია გამოძიების შედეგების დეტალები, თუმცა ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ასახულია ამერიკელი ექსპერტების მუშაობის კადრები. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version