სააკაშვილი მიესალმა ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციას

ჰოლანდიიდან დაბრუნებული პრეზიდენტი სააკაშვილი, სადაც ის ოჯახთან ერთად ისვენებდა, 21 ივლისს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერით მიესალმა სამართალდამცავების მიერ პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის დროს ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციას.


მისი თქმით, ქართველ სამართალდამცავთა გამოცდილება და პროფესიონალიზმი “ყოველ დღე“ იზრდება.


“ჩვენ ახლოს ვართ სხვა მნიშვნელოვანი დანაშაულებების გახსნასთანაც“, განაცხადა სააკაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version