ოპოზიცია რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით ცსკ–ს ხელახლა მიმართავს

მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევაზე რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნას ოპოზიციური პარტიების “კონსერვატორების“, “რესპუბლიკელების“, მოძრაობა “სახალხო ფორუმისა“ და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციტივო ჯგუფი უახლოეს დღეებში ხელახლა წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკ).


15 ივლისს ცსკ–მ ერთხელ უკვე თქვა უარი საინიციტივო ჯგუფისა და მის მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის რეგისტრაციაზე.


“ამჟამად დამატებით კონსულტაციებს გავდივართ იურისტებთან და უახლოეს დღეებში ხელახლა წარვუდგენთ ცსკ–ს სარეფერენდუმო განაცხადს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ 20 ივლისს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა.


მისი თქმით, თუ ცსკ მეორე მცდელობაზეც დაბლოკავს რეფერენდუმის გამართვის საკითხს, მხოლოდ ამის შემდეგ გასაჩივრდება შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version