შსს ხელყუმბარის საქმეზე ეჭვმიტანილის სურათებს აქვეყნებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ივლისს იმ ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ეჭვმიტანილია ხალხის მასაში ხელყუმბარის სროლაში 50 მეტრის მოშორებით იმ ადგილიდან, საიდანაც პრეზიდენტმა ბუშმა ათი ათასობით ადამიანს 10 მაისს თბილისში სიტყვით მიმართა.


“სამწუხაროდ, არ ვიცით ამ პირის ვინაობა… საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 150,000 ათასი ლარის ჯილდოს აწესებს იმ ღირებული ინფორმაციისთვის, რაც დაგვეხმარება ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებაში“, განაცხადა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 18 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 000 ლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის. 


ქვემოთ, მოცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ეჭვმიტანილის ფოტოების ელექტრონული მისამართები:

https://www.police.ge/files/50050_2356_705109_3.jpg
https://www.police.ge/files/50050_2356_320463_4.jpg
https://www.police.ge/files/50050_2356_103975_1.jpg
https://www.police.ge/files/50050_2356_851373_2.jpg

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version