საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 18 ივლისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შეხვდება თავის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს.


ნოღაიდელი ასევე მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაში. მხარეები განიხილავენ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version