პრეზიდენტ სააკაშვილის 13 ივლისის განკარგულებით ედვარდ სურმანიძე ქალაქ ბათუმის მერის თანამდებობიდან “სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით“ გათავისუფლდა. სურმანიძე ბათუმის მერად გასული წლის 10 მაისს დაინიშნა.
როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ედვარდ სურმანიძემ “სივილ ჯორჯიას“ 15 ივლისს განუცხადა, იგი ერთი წელია უკვე, რაც ბათუმის მერის მოვალეობას აღარ ასრულებს. ამ პერიოდის განმავლობაში, როცა სურმანიძე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავდროულად ბათუმის მერიც იყო, როგორც სურმანიძე აცხადებს, “როგორც ჩანს მერობიდან გადაყენების ოფიციალური მხარე გამორჩათ“.
საქართველოს კონსტიტუციის 53 მუხლი უკრაძლავს პარლამენტის წევრს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში.