ცხინვალში მიმავალი გზა გადაკეტილია

ოსური და ქართული წყაროების ცნობით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 6 ივნისს გაუჩინარებული ოთხი ქართველის ნათესავებმა სოფელ ერგნეთიდან ცხინვალში მიმავალი გზა გადაკეტეს.


აქციის მონაწილენი თბილისისა და ცხინვალის ხელისუფლებისგან ოთხი დაკარგული ქართველის ძებნის ოპერაციების გაძლიერებას მოითხოვენ.


ერგნეთი, რომელიც ცხინვალიდან სამხრეთში მდებარეობს, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოსაა განლაგებული. ქართულ სოფელ კეხვთან გამავალი გზა, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარეობს, ასევე ჩაკეტილი აქვთ ოთხი გაიჩინარებული ქართველის ნათესავებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს. შედეგად, ცხინვალი ბლოკირებული აღმოჩნდა, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან.


ეს გზა, რომელიც ტრანსკავკასიური მაგისტრალის სახელითაა ცნობილი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც ქართული, ისე ოსური მხარეებისთვის. ცხინვალზე გამავალი გზა უმოკლესია იმ ქართული სოფლებისაკენ, რომლებიც ცხინვალიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. იმ ოსებს, რომლებიც ჩრდილოეთიდან მიდიან ცხინვალში, ქალაქში მისასვლელად  შემოვლითი გზების გამოყენება უხდებათ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version