ქართველმა მესაზღვრეებმა 28 ივლისს ნინოწმინდაში დაკავებულ რუსეთის სამხედრო დაჯგუფების 4 სატვირთო ავტომანქანას და 4 ერთეულ ჯავშანტექნიკას სომხეთის მიმართულებით გზის გაგრძელების ნებართვა მას შემდეგ მისცეს, რაც რუსმა სამხედროებმა 5 “პკტ” სისტემის ტყვიამფრქვევისა და 5 სასიგნალო პისტოლეტის გადატანის კანონიერების შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინეს.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, თავდაპირველად რუსი სამხედროების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, რომელშიც სომხეთში გასატანი სამხედრო ტექნიკის ნუსხა იყო ჩამოთვლილი, 5 ტყვიამფრქვევი და 5 სასიგნალო პისტოლეტი არ ფიგურირებდა.
“თუმცა მოგვიანებით რუსმა სამხედროებმა დამატებითი საბუთები წარმოადგინეს“, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას“ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში.