პარლამენტარები გელაშვილზე თავდასხმას გმობენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაგმო დღეს თბილისში ოპოზიციონერ დეპუტატზე ვალერი გელაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასმა, რის შედეგედაც გელაშვილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.


“შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თბილისის ცენტრში ასეთი რამ ხდება. დარწმუნებული ვარ შსს შესაბამის ყურადღებას გამოიჩენს, რათა მაქსიმალურად სწარაფად დაისაჯონ დამნაშავეები“, განუცხდა 14 ივლისს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები “რესპუბლიკელებიდან“, “კონსერვატორებიდან“ და “ახალი მემარჯვენეებიდან“ დეპუტატზე თავდასხმას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ იმ საგაზეთო ინტერვიუების გამო, სადაც გელაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებდა.  გელაშვილს ხელისუფლებასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მშენებლობაზე მისი მხრიდან დახარჯული თანხების გამო პრეტენზიები აქვს.


“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყო და რჩება გელაშვილის განცხადებები, ჩვენთვის ძალიან პრინციპულია ამ საქმის გამოძიება, მითუმეტეს, რომ საზოგადოებაში არსებობს ეჭვები ხელისუფლების მიმართ“, განაცხადა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.


ძლიერი ბიზნესმენი, ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი ოპოზიციური “რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ცოტა ხნის წინ გახდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version