თბილისს ახალი მერი ჰყავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ივლისს განაცხადა, რომ თბილისის მერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიგი უგულავა ინიშნება.


უგულავამ ამ თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვალა. ეს უკანასკნელი პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად წარადგინა.


უგულავას ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, დეპუტატი გიორგი არველაძე დაინიშნა.

Exit mobile version