რუსული მხარე რუსი სამხედროებისთვის ვიზების შეფერხების გამო პრეტენზიებს გამოთქვამს

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის მეთაურის მოადგილის ვლადიმერ ყუფარაძის განცხადებით, ახალქალაქიდან და ბათუმიდან სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი “ქართული მხარის მიერ ხელოვნურად ფერხდება“, იუწყება “ინტერფაქსი“ 12 ივლისს.


ყუფარაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ არ აძლევს რუს სამხედროებს ვიზებს, ამ მიზეზით კი “ირღვევა სამხედრო ტექნიკის გაყვანის შეთანხმებული ეტაპები“.


30 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების სავიზო უზრუნველყოფის მექანიზმი, რასაც თბილისსა და მოსკოვს შორის ბაზების გაყვანის შესახებ ერთობლივ განცხადებაზე დაფუძნებული 17 ივნისს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, ამოქმედდება შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.


“ამავე დროს, საქართველოს მხარე მზად არის გამოიჩინოს კეთილი ნება და განიხილოს გადაუდებელი საკითხები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ გადაწყვეტას“, ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.

Exit mobile version