ხაინდრავა: კონფერენციაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმა განიხილება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, 10-11 ივლისს ჩაქვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ქვეყნის ხელისუფლება სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.


“სამოქმედო გეგმაში დეტალურად გაწერილია ყველა ის ნაბიჯი, რასაც ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირება… კონკრეტულად, თუ რა უნდა გაკეთდეს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გიორგი ხაინდრავამ.


10-11 ივლისს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა  და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.


კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


 

Exit mobile version