8 ივლისს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ნატოს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოს შორის საქართველოში მართვადი რაკეტების დემილიტარიზაციის შესახებ.
შეთანხმებით გათვალისწინებული რაკეტების დემილიტარიზაციის სამუშაოების შესასრულებლად ნატოს მატერიალურ–ტექნიკური სააგენტო ქართულ კომპანიებთან გააფორმებს კონტრაქტებს და მოამარაგებს მათ სპეციალური აღჭურვილობითა და ტექნიკით.