საქართველო “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში 300 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

საქართველო “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში 300 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, რაც 100 მილიონი აშშ დოლარით აღემატება საწყის თანხას, იტყობინება ფონდი “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს”.


ეს გადაწყვეტილება ფონდის წარმომადგენელთა აშშ-ში ვიზიტის (22 ივნისიდან 2 ივლისამდე) შედეგად იქნა მიღებული.


საქართველომ ოთხი პრიორიტეტული სფერო გამოკვეთა, რომელთაც დახმარების პროგრამაში მთავარი ყურადღება მიექცევა.


• სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურისა და გზების რეაბილიტაცია;
• ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გზების და ხიდების, წყლის და სანიტარული სისტემების, ირიგიციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია;
• სოფლის მეურნეობა და ტურიზმი;
• მაგისტრალური გაზსადენის (ჩრდილოეთ-სამხრეთის) რეაბილიტაცია, რაც საქართველოს გაზის სისტემის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version