რუს ბიზნესმენთა ჯგუფი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დელოვაია როსია“ -ს თავმჯდომარის ბორის ტიტოვის ხელმძღვანელობით 7 ივლისს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.
სერგეი ბაღაფში, რომელიც სოხუმში 6 ივლისს დაბრუნდა, ერთკვირიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდა.
“დელოვაია როსია“-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ შეხვედრებს აფხაზ ბიზნესმენებთან თანამშრომლობის საკითხის განხილვის მიზნით.
ბორის ტიტოვი კომპანია “ინტერხიმპრომის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეცაა. აფხაზეთს ასევე სტუმრობს ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ოსიპოვი.